აღმოაჩინე პოეტი
суббота, 31 мая 2014 г.
შემაჯამებელი - კონფერენცია
შემაჯამებელი გაკვეთილი
მინიკონფერენცია- ჩემი გოდერძი ჩოხელი
ეს გახლავთ შემაჯამებელი მეცადიანეობა, რომელიც პარალელურად გვევლინება პროექტის დასკვნით ნაწილადაც. ჩვენ შევისწავლეთ გოდერძი ჩოხელის ბიოგრაფია, მისი პოეზია, შევარჩიერთ ლექსები და ვიმუშავეთ ტექსტის მხატვრულად წაკითხვაზე, სწორ იტონაციებზე, მხატვრული სახეებისა და მწელის ჩანაფიქრის ამოცნობაზე. ჩავატარეთ ღონისძება - გოდერძი ჩოხელის პოეზიის საღამო.
მოსწავლეებმა შეარჩიეს საკვლევი თემის სათაური და შეექმნეს ნაშრომი, რომელშიც ნაჩვენებია მათი თვალით დანახული გოდერძი ჩოხელი, მათ მიერ განცდილი პოეტური ფრაზა. (აუცილებელი იყო რამდენიმე ნაწარმოების განხილვა).
მოსწავლეებმა თხზულებები წარმოადგინეს მოკლე ზპირი პრეზენტაიების სახით შემაჯამებლ გაკვეთილზე.
გთავაზობთ მოსწავლეთა ნაშრომების ნიმუშებს. შეგახსნებთ, რომ ეს ნაწერები გასწორებული არ არის და მასში ბევრ შეცდომას აღმოაჩენთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს მე-6 კლასელების ნამუშევრებია და მათ სრულიად უცხო და საკმაოდ რთულ ტექსტზებზე იმუშავეს.
გაკვეთილის ფრაგმენტები
მინიკონფერენცია- ჩემი გოდერძი ჩოხელი
ეს გახლავთ შემაჯამებელი მეცადიანეობა, რომელიც პარალელურად გვევლინება პროექტის დასკვნით ნაწილადაც. ჩვენ შევისწავლეთ გოდერძი ჩოხელის ბიოგრაფია, მისი პოეზია, შევარჩიერთ ლექსები და ვიმუშავეთ ტექსტის მხატვრულად წაკითხვაზე, სწორ იტონაციებზე, მხატვრული სახეებისა და მწელის ჩანაფიქრის ამოცნობაზე. ჩავატარეთ ღონისძება - გოდერძი ჩოხელის პოეზიის საღამო.
მოსწავლეებმა შეარჩიეს საკვლევი თემის სათაური და შეექმნეს ნაშრომი, რომელშიც ნაჩვენებია მათი თვალით დანახული გოდერძი ჩოხელი, მათ მიერ განცდილი პოეტური ფრაზა. (აუცილებელი იყო რამდენიმე ნაწარმოების განხილვა).
მოსწავლეებმა თხზულებები წარმოადგინეს მოკლე ზპირი პრეზენტაიების სახით შემაჯამებლ გაკვეთილზე.
გთავაზობთ მოსწავლეთა ნაშრომების ნიმუშებს. შეგახსნებთ, რომ ეს ნაწერები გასწორებული არ არის და მასში ბევრ შეცდომას აღმოაჩენთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს მე-6 კლასელების ნამუშევრებია და მათ სრულიად უცხო და საკმაოდ რთულ ტექსტზებზე იმუშავეს.
იხ. მოსწავლის ნიმუში
გაკვეთილის ფრაგმენტები
აქტივობები
აღმოაჩინე პოეტი
აქტივობები
მე-6 კლასელები სწავლობენ გოდერძი ჩოხელის მოთხრობას,
თუმცა ამ მწერალს არც თუ ისე კარგად იცნობენ, არ იციან, რომ იგი იყო პოეტი რეჟისორი
და ა.შ.
ამიტომ პროქტი, ჩვეულევრივ იწყება გამოწვეით. მოსწავლეებს
ვუსვამთ კითვხვებს, რომლითაც ვიწვევთ მათ ინტერესს (როგორ ფიქრობთ, მწერალი კიდევ რა
საქმიანობას შეიძლება ეწეოდეს? შესაძლებელია თუ არა, ადამიანი ლექსებსაც წერდეს და
მოთხრობებსაც? რა არის განსხვავება მწერალს, პოეტს, პროზაიკოსს შორის? გოდერძი ჩოხელს
რომელ ლექსემას შესაბამებდით? და ა.შ.) შემდეგ ვუკითხავთ გოდერძი ჩოხელის პატარა ლექსს
და ვეუბნებით ავტორს.... შემდეგ ვთავაზობთ ამ
საკითხზე მუშაობას.
მოსწავლეები შემდეგი გაკვეთილისთვის შეეცდებიან ინფორმაცია
მოიძიონ გოდერძი ჩოხელზე. და სავარაუდოდ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს ინფორმაცია
იქნება მწირი და ჩვენ დავგეგმავთ ბიბლიოთეკაში სტუმრობას.
შემდეგ უკვე შევარჩევთ პროექტისათვის აქტივობებს და
პროექტის განხორციელების ვადებს. ასევე შევიმუშავებთ გეგმას - როგორ გადავინაწილოთ
სამუშაო, ვიმუშაოთ წყვილებში თუ გუნდურად...
და აი, ის აქტივობები, რომელიც ერთად შევარჩიეთ:
სტუმრობა ბიბლიოთეკაში და გოდერძი ჩოხელზე მასალების შეგროვება.
ლექსების შერჩევა;
ლექსების გაანალიზება;
გამომსახველობითი
კითხვა;
პოეზიის საღამოს
ჩატარება ბიბლიოთეკაში;
შემაჯამებელი
თხზულება - ,,ჩემი გოდერძი ჩოხელი’’.
პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, აქტივობები არ არის
ბევრი, მაგრამ ეფექტურია დასახული მიზნების
მისაღწევად.
მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, რომ ინფორმციის მოძიებისთვის,
საღამოსთვის ლექსების შერჩევისათვის გუნდური მუშაობა ურჩევნიათ, შემდეგ კი თითოეული
მათგანი საკუთარ თავზე ღებს პასუხისმგებლობას, პოეზიის საღამოსათვის შერჩეული ლექსი,
სიტყვა, ბიოგრაფიის მონაკვეთი თუ პროზაული ნაწყვეტი, მოგონება ან თუნდაც სიმღერა ისე
დაამუშაოს და შეასრულოს, რომ ყველასთვის მოსაწონი იყოს, მით უმეტეს, რომ საღამოს შინაურულ
გარემოში კი არა, ,,სტუმრად’’, ბიბლიოთეკაში გავმართავთ (სწორედ ამგვარი მიდგომა და
საქმის ამგვარი გადანაწილება გამოუმუშავებს მოსწავლეებს გუნრუდ და ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას).
პროექტის გამსახორციელებლად ორი კვირა საკმარისად მივიჩნიეთ,
მაგრამ აღდგომის არდადეგების გამო დროში წყვეტა გვქონდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია,
დავბრუნდით სკოლაში და ღონისძიება ფაქტიურად უკვე სრულყოფილი იყო.
ღონისძიებამ ბრწყინვალედ ჩაიარა, მასპინძლები გაოცებულნი იყვნენ, რადგან ბავშვებს ეტყობოდათ, რომ გათავისებული ჰქონდათ თითეული სიტყვამ რომელსაც წარმოთქვამდნენ...
მიზნები და ესგ
პროექტი - აღმოაჩინე პოეტი
თავსებადობა ეროვნული სასწავლო გეგმასთან
პროექტის მიზნები:
გოდერძი ჩოხელის, როგორც პოეტის ,,აღმოჩენა'':)
გოდერძი ჩოხელის, როგორც პოეტის ,,აღმოჩენა'':)
აღმოჩენის პროცეში მოსწავლეებს განუვითარდებთ:
1. უცხო ტექსტის აღქმის, გაანალიზების უნარი;
2. მხატვრული ტექსტის გააზრების, მხარტვრული კითხვის, ტექსტის ენობრივ მასალაზე დაკვირვების უნარ-ჩვევები;
3. მოსწავლეები შეძლებენ გჯუფური და ინდივიდუალური მუშაობის სტრატეგიების დაუფლებას;
4. განუვითარდებათ დისკუსიაში მონაწილეობის, საკუთარი შთაბეჭდილების გადმოცემის უნარ-ჩვევები.
ქართ. VI. 2.
მოსწავლეს აქვს მხატვრული ტექსტის გააზრებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე
დეტალების შეფასების უნარი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ასახელებს
მისთვის აზრობრივი და მხატვრული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ეპიზოდებს,
გამონათქვამებს და ახდენს მათს ინტერპრეტირებას;
ქართ.
VI. 5. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიაში მონაწილეობის ჯგუფური
და ინდივიდუალური სტრატეგიების ეფექტურად გამოყენება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს
მოცემულ კულტურულ გარემოში მოქმედ წესებს, ეტიკეტურ ნორმებსა და შესაბამის სტრატეგიებს
ამა თუ იმ თემის პრეზენტაციის, დისკუსიის, კამათის დროს და კონკრეტულ საკითხთან
დაკავშირებით აზრის გამოთქმისას;
·
ინდივიდუალურად
ან თანამოაზრეებთან ერთად მონაწილეობს დისკუსიაში;
·
ჯგუფთან ერთად
შეიმუშავებს, წარმოადგენს და სათანადო არგუმენტებით იცავს საერთო პოზიციას;
·
ინაწილებს
პასუხისმგებლობას ჯგუფის სახელით გამოთქმულ მოსაზრებაზე;
·
აზრის
გამოთქმისას იცავს მიღებულ ფორმალობებს (დგება აუდიტორიის წინ და ამყარებს
მსმენელებთან მხედველობით კონტაქტს; მეტყველებისას იყენებს მიმართვის, მსმენელთა
ყურადღების მობილიზებისა და განსხვავებული აზრის გამოთქმის თავაზიან
ფორმებს);
ქართ. VI. 6. მოსწავლეს შეუძლია წაუკითხოს მსმენელს
ტექსტი/ნაწყვეტი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
წაკითხვამდე გაიაზრებს
ტექსტის შინაარსს;
·
ინტონაციით გამოხატავს
ტექსტში ასახულ ემოციებს;
·
იყენებს ინტონაციას სასვენი
ნიშნების ფუნქციით;
·
კითხვის პროცესში ცდილობს
მხედველობითი კონტაქტის დამყარებას აუდიტორიასთან.
ქართ. VI. 10. მოსწავლეს აქვს კითხვის
პროცესით გამოწვეული განწყობილებისა და შთაბეჭდილების გადმოცემის უნარი.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოკრებს ტექსტიდან
აზრობრივი თვალსაზრისით მისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო ადგილებს;
·
სვამს კითხვებს წაკითხული
ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით;
·
ამოიცნობს მარტივ მხატვრულ
სიმბოლოებს და ახდენს მათს ინტერპრეტაციას;
·
გამოთქვამს საკუთარ
მოსაზრებებს ლიტერატურული ტექსტის სიუჟეტში განვითარებული მოვლენების
შესახებ;
·
მსჯელობს პოეტურ ნაწარმოებში
გამოხატულ განწყობილებაზე;
·
ასახელებს მისთვის
ესთეტიკური თვალსაზრისით მიმზიდველ ადგილებს და ხსნის აღნიშნულ ეპიზოდში
გამოყენებული მხატვრული ხერხის დანიშნულებას.
ქართ. VI. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის
ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე დაკვირვება და მსჯელობა.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს ხატოვან გამონათქვამებს
და მიზანმიმართულად იყენებს მათ;
·
თავისუფლად ჩაანაცვლებს უცნობ
სიტყვებსა და ფრაზებს სინონიმური განმარტებებით;
·
ამოიცნობს სხვადასხვა მოდალობის
(სურვილის, შესაძლებლობის) გამომხატველ სიტყვებს;
Подписаться на:
Сообщения (Atom)