суббота, 31 мая 2014 г.

მიზნები და ესგ

პროექტი - აღმოაჩინე პოეტი

თავსებადობა ეროვნული სასწავლო გეგმასთან


პროექტის მიზნები:
გოდერძი ჩოხელის, როგორც პოეტის ,,აღმოჩენა'':)
აღმოჩენის პროცეში მოსწავლეებს განუვითარდებთ:
1. უცხო ტექსტის აღქმის, გაანალიზების უნარი;
2. მხატვრული ტექსტის გააზრების, მხარტვრული კითხვის, ტექსტის ენობრივ მასალაზე დაკვირვების უნარ-ჩვევები;
3. მოსწავლეები შეძლებენ გჯუფური და ინდივიდუალური მუშაობის სტრატეგიების დაუფლებას;
4. განუვითარდებათ დისკუსიაში მონაწილეობის, საკუთარი შთაბეჭდილების გადმოცემის უნარ-ჩვევები.


ქართ. VI. 2. მოსწავლეს აქვს მხატვრული ტექსტის გააზრებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალების შეფასების უნარი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ასახელებს მისთვის აზრობრივი და მხატვრული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ეპიზოდებს, გამონათქვამებს და ახდენს მათს ინტერპრეტირებას;
ქართ. VI. 5. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიაში მონაწილეობის ჯგუფური და ინდივიდუალური სტრატეგიების ეფექტურად გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს მოცემულ კულტურულ გარემოში მოქმედ წესებს, ეტიკეტურ ნორმებსა და შესაბამის სტრატეგიებს ამა თუ იმ თემის პრეზენტაციის, დისკუსიის, კამათის დროს და კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით აზრის გამოთქმისას;
·         ინდივიდუალურად ან თანამოაზრეებთან ერთად მონაწილეობს დისკუსიაში;
·         ჯგუფთან ერთად შეიმუშავებს, წარმოადგენს და სათანადო არგუმენტებით იცავს საერთო პოზიციას;
·         ინაწილებს პასუხისმგებლობას ჯგუფის სახელით გამოთქმულ მოსაზრებაზე;
·         აზრის გამოთქმისას იცავს მიღებულ ფორმალობებს (დგება აუდიტორიის წინ და ამყარებს მსმენელებთან მხედველობით კონტაქტს; მეტყველებისას იყენებს მიმართვის, მსმენელთა ყურადღების მობილიზების და განსხვავებული აზრის გამოთქმის თავაზიან ფორმებს);

ქართ. VI. 6. მოსწავლეს შეუძლია წაუკითხოს მსმენელს ტექსტი/ნაწყვეტი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წაკითხვამდე გაიაზრებს ტექსტის შინაარსს;
·         ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს;
·         იყენებს ინტონაციას სასვენი ნიშნების ფუნქციით;
·         კითხვის პროცესში ცდილობს მხედველობითი კონტაქტის დამყარებას აუდიტორიასთან.


ქართ. VI. 10. მოსწავლეს აქვს კითხვის პროცესით გამოწვეული განწყობილებისა და შთაბეჭდილების გადმოცემის უნარი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოკრებს ტექსტიდან აზრობრივი თვალსაზრისით მისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო ადგილებს;
·         სვამს კითხვებს წაკითხული ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით;
·         ამოიცნობს მარტივ მხატვრულ სიმბოლოებს და ახდენს მათ ინტერპრეტაციას;
·         გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს ლიტერატურული ტექსტის სიუჟეტში განვითარებული მოვლენების შესახებ; 
·         მსჯელობს პოეტურ ნაწარმოებში გამოხატულ განწყობილებაზე;
·         ასახელებს მისთვის ესთეტიკური თვალსაზრისით მიმზიდველ ადგილებს და ხსნის აღნიშნულ ეპიზოდში გამოყენებული მხატვრული ხერხის დანიშნულებას.
ქართ. VI. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე დაკვირვება და მსჯელობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამო­იც­ნობს ხა­ტო­ვან გამო­ნათ­ქვა­მებს და მიზანმიმართულად იყე­ნებს მათ;
·         თავისუფლად ჩაანაცვლებს უცნობ სიტყვებსა და ფრაზებს სინონიმური განმარტებებით;
·         ამო­იც­ნობს სხვა­დას­ხვა მო­და­ლო­ბის (სურ­ვი­ლის, შე­საძ­ლებ­ლო­ბის) გამო­მხატ­ველ სიტყვებს;


Комментариев нет:

Отправить комментарий