суббота, 31 мая 2014 г.

აქტივობები

აღმოაჩინე პოეტი

აქტივობები


მე-6 კლასელები სწავლობენ გოდერძი ჩოხელის მოთხრობას, თუმცა ამ მწერალს არც თუ ისე კარგად იცნობენ, არ იციან, რომ იგი იყო პოეტი რეჟისორი და ა.შ.
ამიტომ პროქტი, ჩვეულევრივ იწყება გამოწვეით. მოსწავლეებს ვუსვამთ კითვხვებს, რომლითაც ვიწვევთ მათ ინტერესს (როგორ ფიქრობთ, მწერალი კიდევ რა საქმიანობას შეიძლება ეწეოდეს? შესაძლებელია თუ არა, ადამიანი ლექსებსაც წერდეს და მოთხრობებსაც? რა არის განსხვავება მწერალს, პოეტს, პროზაიკოსს შორის? გოდერძი ჩოხელს რომელ ლექსემას შესაბამებდით? და ა.შ.) შემდეგ ვუკითხავთ გოდერძი ჩოხელის პატარა ლექსს და ვეუბნებით ავტორს....  შემდეგ ვთავაზობთ ამ საკითხზე მუშაობას.
მოსწავლეები შემდეგი გაკვეთილისთვის შეეცდებიან ინფორმაცია მოიძიონ გოდერძი ჩოხელზე. და სავარაუდოდ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს ინფორმაცია იქნება მწირი და ჩვენ დავგეგმავთ ბიბლიოთეკაში სტუმრობას.
შემდეგ უკვე შევარჩევთ პროექტისათვის აქტივობებს და პროექტის განხორციელების ვადებს. ასევე შევიმუშავებთ გეგმას - როგორ გადავინაწილოთ სამუშაო, ვიმუშაოთ წყვილებში თუ გუნდურად...

და აი, ის აქტივობები, რომელიც ერთად შევარჩიეთ:

სტუმრობა ბიბლიოთეკაში და გოდერძი ჩოხელზე მასალების შეგროვება.
ლექსების შერჩევა;
ლექსების გაანალიზება;
გამომსახველობითი კითხვა;
პოეზიის საღამოს ჩატარება ბიბლიოთეკაში;
შემაჯამებელი თხზულება - ,,ჩემი გოდერძი ჩოხელი’’.

პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, აქტივობები არ არის ბევრი,  მაგრამ ეფექტურია დასახული მიზნების მისაღწევად.

მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, რომ ინფორმციის მოძიებისთვის, საღამოსთვის ლექსების შერჩევისათვის გუნდური მუშაობა ურჩევნიათ, შემდეგ კი თითოეული მათგანი საკუთარ თავზე ღებს პასუხისმგებლობას, პოეზიის საღამოსათვის შერჩეული ლექსი, სიტყვა, ბიოგრაფიის მონაკვეთი თუ პროზაული ნაწყვეტი, მოგონება ან თუნდაც სიმღერა ისე დაამუშაოს და შეასრულოს, რომ ყველასთვის მოსაწონი იყოს, მით უმეტეს, რომ საღამოს შინაურულ გარემოში კი არა, ,,სტუმრად’’, ბიბლიოთეკაში გავმართავთ (სწორედ ამგვარი მიდგომა და საქმის ამგვარი გადანაწილება გამოუმუშავებს მოსწავლეებს გუნრუდ და ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას).


პროექტის გამსახორციელებლად ორი კვირა საკმარისად მივიჩნიეთ, მაგრამ აღდგომის არდადეგების გამო დროში წყვეტა გვქონდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, დავბრუნდით სკოლაში და ღონისძიება ფაქტიურად უკვე სრულყოფილი იყო. 
ღონისძიებამ ბრწყინვალედ ჩაიარა, მასპინძლები გაოცებულნი იყვნენ, რადგან ბავშვებს ეტყობოდათ, რომ გათავისებული ჰქონდათ თითეული სიტყვამ რომელსაც წარმოთქვამდნენ...

Комментариев нет:

Отправить комментарий